35 წლის მოდელის, ირინა შეიკისა და მისი ყოფილი ქმრის, 46 წლის მსახიობის, ბრედლი კუპერის განქორწინებიდან 2 წელი გავიდა. ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და 3 წლის ქალიშვილს, ლეას ერთობლივად ზრდიან.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 3 წლის ქალიშვილს რუსული ენის კურსებზე ატარებენ
ამჯერად ირინა და ბრედლი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც ლეას ერთად ასეირნებდნენ, ისინი ლოს-ანჯელესის, ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში იმყოფებოდნენ.
შეიკი როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას შავი მოკლე კაბა ეცვა, რომელზეც მწვანე პიჯაკი ჰქონდა მოცმული. აღნიშნულ „ლუქს“ მოდელმა ჩექმა შეუხამა.
ფოტო: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად გამოიჭირეს