გადასაღებ მოედანზე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, დამწუხრებული და სასოწარკვეთილი ალეკ ბოლდუინის ფოტო ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, პაპარაცები მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ და მოსვენებას არ აძლევენ. ახლახან სკანდალური ჩვენების დეტალები გახდა ცნობილი, ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ სარჩელი სცენარის მეთვალყურემ, მემი მიტჩელმა შეიტანა. მისი განცხადებით, ფილმის სცენარი მსახიობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას საერთოდ არ ითვალისწინებდა. მან ალეკი რუსული ,,რულეტკის” თამაშში დაადანაშაულა.
ფოტო: დამწუხრებული და განადგურებული – ღია ბრალდების შემდეგ ალეკ ბოლდუინი პირველად გამოჩნდა
აღნიშნული მოვლენების შემდეგ, 63 წლის ალეკი მოღიმარი პირველად გადაიღეს, მან ნუგეში შვილებთან დროის გატარებასა და მათთან თამაშში იპოვა, საბედისწერო გასროლის შემდეგ მსახიობი ასეთ კარგ ხასიათზე პირველად დააფიქსირეს. მან უქმეები მეუღლესთან, ჰილარისთან და ბავშვებთან ერთად გაატარა, ის ვაჟს ფეხბურთს ეთამაშებოდა.