LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსმა რუსული ,,რულეტკა” ითამაშა – სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ალეკ ბოლდუინს უნდა გაესროლა – უახლესი დეტალები

9913
page

როგორც ცნობილია, ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ სარჩელი სცენარის მეთვალყურემ, მემი მიტჩელმა შეიტანა. მისი განცხადებით, ფილმის სცენარი მსახიობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას საერთოდ არ ითვალისწინებდა. მიტჩელის ადვოკატმა ბოლდუინის საქციელი უგუნურ ქმედებად შეაფასა და ის უსაფრთხოების პროტოკოლის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

„სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ბოლდუინს უნდა გაესროლა, მან რუსული ,,რულეტკა” ითამაშა“, – ნათქვამია საჩივარში.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ფილმის Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა. ალეკის ადვოკატის განცხადებით,  შესაძლოა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედია, დივერსია ყოფილიყო. ამ დრომდე სისხლის სამართლის ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.

ვიდეო: „ტრილიონში ერთი მოვლენა“ – ალეკ ბოლდუინმა ტრაგედიის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები