LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედია შესაძლოა დივერსია იყოს – უახლესი დეტალები

1136
page

ფილმის Rust გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჯეისონ ბოულისი იმ ადამიანის ადვოკატია, რომელსაც იარაღის გაკონტროლება ევალებოდა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ვაზნები იმ ყუთიდან ამოიღო, სადაც მხოლოდ ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, შესაძლოა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედია, დივერსია იყოს.

„ვაღიარებ“ – უახლესი დეტალები ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ და საბედისწერო აღიარებითი ჩვენება

„შესაძლოა ეს დივერსიაც იყოს, ვიღაცას სურდა გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი მომხდარიყო“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

ვიდეო: „ტრილიონში ერთი მოვლენა“ – ალეკ ბოლდუინმა ტრაგედიის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები