ალეკ ბოლდუინმა, გადასაღებ მოედანზე ოპერატორის, ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ , საჯარო კომენტარი პირველად გააკეთა. პაპარაცებმა ის მეუღლესთან, ჰილარიასთან ერთად გადაიღეს.
„ის ჩემი მეგობარი იყო. იმ დღეს მე ის ვახშამზე წავიყვანე, ძალიან კარგად შეკრული გუნდი ვიყავით და მერე ეს საშინელება დატრიალდა. ის რაც მოხდა, ტრილიონში ერთი მოვლენაა“, – აცხადებს მსახიობი.
ბოლდუინის თქმით, ის იარაღის გამოყენების წესების გამკაცრებას უჭერს მხარს.
საუბრის ბოლოს, მსახიობმა პაპარაცებს სთხოვა, აღარ აედევნონ მის ავტომობილს, რომელშიც მისი შვილები ტირიან.
ფოტო: ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ალეკ ბოლდუინი შვილებთან ერთად პირველად გამოჩნდა
ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები