ფილმის, Rust გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ერთი კვირაზე მეტი გავიდა. შერიფმა ოფიციალური განცხადება პირველად გააკეთა და თქვა, რომ ჯერჯერობით ბრალი ოფიციალურად არავისთვის წაუყენებიათ. ალეკ ბოლდუინის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა აღიარა, რომ იარაღი ალექსს ისე გადასცა, რომ ის არ შეუმოწმებია და მის უსაფრთხოებაში არ დარწმუნებულა.
სულ ცოტა ხნის წინ 63 წლის ალეკი ტრაგედიის შემდეგ ოჯახთან ერთად პირველად გამოჩნდა. ის პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც 6 შვილთან ერთად საკვებს ყიდულობდა. შავებში გამოწყობილ მსახიობს ტრაგიკული სახე ჰქონდა.
ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები