როგორც იცით, მანამ სანამ ჯეი ლო და ბენი რომანტიკული მოგზაურობით ტკბებოდნენ და ერთმანეთის გარემოცვაში ბედნიერ წუთებს ატარებდნენ, ლოპესის ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი „ბენიფერის“ შორიახლოს ქალბატონების გარემოცვაში იკლავდა დარდს.
წყვილი ევროპაში მოგზაურობს. ისინი 130 მილიონი დოლარის ღირებულების იახტაში დაუვიწყარ წუთებს ატარებენ
სიყვარულის კულმინაცია - „ბენიფერის“ ცხელ-ცხელი ფოტოები იახტიდან
როგორც დასავლური მედია წერს, ყოფილი სპორტსმენი ტელე-წამყვანით, მელანი კოლინზითაა გატაცებული, თუმცა ალექსს შეყვარებული მამაკაცის გამომეტყველება ნამდვილად არ აქვს. ცოტა ხნის წინ, წყვილი იბიცაზე გადაიღეს. ისინი პარკში სეირნობდნენ. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„როგორ უყურებს შეყვარებულს“, „აშკარად არ არის ბედნიერი“,„კვლავ ჯეი ლოს გლოვობს“, – წერენ კომენტარებში.