სულ რამდენიმე დღის წინ კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანი დადასტურდა, როგორც ჩანს საქმე საკმაოდ სერიოზულადაა, კიმმა პიტი ოჯახს გააცნო და დედის, კრის ჯენერის სახლშიც წაიყვანა.
ფოტო: როდესაც შენი შვილების დედა, 13 წლით უმცროს ბიჭზე გცვლის – კიმის და პიტის რომანი დადასტურდა
ტაბლოიდების განცხადებით, 41 წლის კიმი თინეიჯერივით იქცევა, ამას მოწმობს ახლახან გავრცელებული ფოტოებიც. წყვილი სანტა-მონიკაში, რესტორან Giorgio Baldi-ში მიმავალნი გადაიღეს, ისინი მანქანაში ბევრს იცინოდნენ და საკმაოდ ,,თავაშვებულად” იქცეოდნენ. მოხერხებულმა პაპარაცებმა კიმი და 28 წლის პიტი უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს, ასევე დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია პიტის კისერზე „სასიყვარულო ნაკბენი“.