ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა რამდენიმე კვირის წინ კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის ერთობლივ გადაცემას. და აი, წყვილის რომანი ბოლოს და ბოლოს დადასტურდა.
წყვილი ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს. ისინი კიმის დედის, კრის ჯენერის სახლს ესტუმრნენ. 41 წლის კიმს თეთრი ბოდე ეცვა, 28 წლის პიტს კი კიმის ბრენდის, SKIMS-ის კუბოკრული შარვალი. ახლა ყველას კანიე უესტის რეაქცია აინტერესებს.