LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვენსან კასელის და ნარა ბაპტისტას ცხელი არდადეგები რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე

374
ვენსან კასელი

ვენსან კასელი და მისი ახალი შეყვარებული, ნარა ბაპტისტა, რომელსაც ყველა მისი ყოფილი მეუღლის, ტინა კუნაკის ასლად მიიჩნევს, პაპარაცებმა გამოიჭირეს.

შეყვარებულები რიო-დე-ჟანეიროს ცნობილ სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც მთელი დღე გარუჯვაში გაატარეს.

,,მის სამყარო 2020″-ის 27 წლის კონკურსანტს, რომელიც რჩეულზე 30 წლით უმცროსია, ფერადი საცურაო კოსტიუმი და წითელი მოსასხამი ეცვა.

ნარასა და ვინსენტს შორის რომანის შესახებ ორი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მათ Instagram-ზე ერთმანეთის სურათები გააზიარეს.

მსახიობი და მოდელი გრძნობებს არ მალავენ, ისინი რეგულარულად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. უცნობია, იცნობს თუ არა კასელის ახალი შეყვარებული მის შვილებს.

57 წლის ვენსან კასელი თინა კუნაკს, მიმდინარე წლის აპრილში, შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.  გავრცელებული ხმების თანახმად, განქორწინების მიზეზი თიკა კუნაკის ტყუილი გახდა, რომელიც კასელმა არ აპატია.  ყოფილ მეუღლეებს ჰყავთ ოთხი წლის ქალიშვილი, ამაზონი.

ცოტა ხნის წინ,  კუნაკიმ ინსტაგრამზე*  ფოტოგრაფ ვიქტორ სანტიაგოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც მან ,,ცხოვრების სიყვარული” უწოდა. თუმცა, ჯერჯერობით ყვითელმა პრესამ ვერ გაარკვია, რამდენად სერიოზულ ფაზაშია მათი სასიყვარულო კავშირი.

ვენსან კასელმა ახალი შეყვარებულის 27 წლის იუბილე რომში, რომანტიკული ვახშმის ფონზე აღნიშნა

„ან ახლა, ან არასდროს“ – სიყვარულისგან დაფერფლილი ვენსან კასელი ახალ ფოტოებს ავრცელებს – გამომწერების ვარაუდით, კასელმა ნარა ბაპტისტას ხელი სთხოვა

„მე უბრალოდ მსურდა ბედნიერი ვყოფილიყავი… მე“ – ვენსანის პასუხი ყველაფერზე – კასელი და ნარა ბაპტისტა ერთსა და იმავე „სთორებს“ აზიარებენ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები