LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: 2021 წლის ყველაზე დახვეწილი კოლაბორაცია – ლედი გაგამ და „დომ პერინიონმა“ შუშხუნა ღვინო შექმნეს

143
page

35 წლის პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა, ლედი გაგამ და ვინტაჟური შუშხუნა ღვინის კომპანიამ „დომ პერინიონმა“ ერთობლივი ღვინო შექმნეს. გაგა ჩვეული ეპატაჟით მიუდგა საკითხს და სარეკლამო კამპანიაში კაშკაშა ფერთა აფეთქება მოაწყო.

გრძელი ფრჩხილები, რქების მსგავსი თავის სამშვენისი, მკვეთრი მაკიაჟი და უხეში მიხვრა-მოხვრა – „მონსტრების დედა“ სარეკლამო რგოლში შეუდარებელია. აღნიშნული თანამშრომლობა 2021 წლის ყველაზე დახვეწილ კოლაბორაციად უკვე შერაცხეს.

„კრეატიული თავისუფლება, ეს ძალაა“, – ამ სიტყვებით სრულდება შუშხუნა ღვინის რეკლამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები