მორიგ სასამართლო პროცესზე, ჯონი დეპმა არაერთი სკანდალური ჩვენება მისცა. მან ფაქტობრივად, ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰარდის ფსიქიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და გაამხილა, თუ როდის იძალადა ჰარდმა მასზე პირველად. როგორც ირკვევა, მათი პრობლემები რუტინის დარღვევით დაიწყო.
ემბერ ჰარდს რუტინა ჰქონდა, მას ყოველ საღამოს, მეუღლისთვის ღვინით სავსე ბოკალი მიჰქონდა და მას ფეხსაცმელს თავად ხდიდა.
„მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი და როდესაც საღამოობით სახლში დაღლილი მოვდიოდი, მსვამდა საწოლზე, ჩემთვის ღვინით სავსე ბოკალი მოჰქონდა, ფეხსაცმელს თავად მხდიდა და გვერდით აწყობდა. ჩემთვის ემბერამდე ფეხსაცმელი არავის გაუხდია და ეს ქმედება გარკვეულ რუტინად იქცა. ერთხელ გვიან მოვედი, ის ტელეფონზე საუბრობდა, ამიტომ ფეხსაცმელი თავად გავიხადე, ეს რომ დაინახა, მოვარდა შეშლილი სახით მიყვირა, ეს რა გააკეთეო?… და დამარტყა, მითხრა, რომ ეს მისი საქმე იყო, შემდეგ კი ღვინო მომიტანა, მე გაოცებული დავრჩი. ამ შემთხვევიდან მალევე, ის სულ სხვა ადამიანად იქცა“, – იხსენებს ჯონი დეპი.
„ფეხსაცმელს გადაყოლილი ქორწინება“, „ემბერი შეშლილია“, „საწყალი ჯონი“ , – წერენ კომენატრებში
მორიგ სასამართლო პროცესზე ნაცემი ჯონი დეპის აქამდე უცნობი ფოტოები აჩვენეს
ჯონი დეპის ემოცია სიტყვებზე: „ბართან შემბოჭა და ჩემზე სექსუალურად იძალადა“