მას შემდეგ, რაც შაკირა, შვილებთან ერთად ესპანეთიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, პიკე უფრო მეტად გათამამდა. ის კლარა ჩია მარტისთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე. ამჯერად წყვილი ბარსელონას ქუჩებში ჩახუტებულები გადაიღეს.
ცნობისთვის, გასულ კვირას პიკემ „ინსტაგრამზე“ კლარასთან გადაღებული მორიგი „სელფი“ გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ კი წყვილი Coldplay-ის კონცერტზე დააფიქსირეს.
„გაისტუმრა შაკირა და გათამამდა“, „პიკე აშკარად ბედნიერია“, – წერენ კომენტარებში.
„გაბადრული“ ჟერარ პიკე და კლარა ჩია მარტი Coldplay-ის კონცერტზე