LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუფერულებული წარბები, ვარდისფერი თმა და დახეული ჯინსები – 64 წლის მადონას უცნაური გამოჩენა

170
page

პოპის დედოფლის ეპატაჟური „ლუქები“ და ფილტრით გადაღებული ფოტოები საზოგადოებისთვის სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. თუმცა მადონამ მაინც მოახერხა და ახალი იმიჯით საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. 64 წლის არტისტი ნიუ-იორკში, წვეულებაზე მიმავალი გადაიღეს.

ვარსკვლავს ვარდისფრად ჰქონდა თმა შეღებილი, წარბები კი გაუფერულებული. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, მადონას შავი კორსეტი, ლურჯი მოსასხამი და დახეული ჯინსის შარვალი ეცვა. მის ავანგარდულ იმიჯს შავი ხელთათმანები ასრულებდა.

მადონა ახოვან პირად მცველთან ერთად სეირნობს – 64 წლის პოპის დედოფალი შესანიშნავ ფორმაში

„ფილტრის“ გარეშე წარმოდგენილი 64 წლის მადონა მამაკაცების გარემოცვაში – პოპის დედოფლის სიცილიური ვოიაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები