პოპის დედოფალმა ახლახან 64-ე იუბილე იზეიმა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ გაემართა.
ახლახან, ინტერნეტსივრცეში მადონას უახლესი ფოტოები გავრცელდა. ის უკვე მშობლიურ ნიუ-იორკს დაუბრუნდა. ვარსკვლავი ველოსიპედით სეირნობის დროს გადაიღეს. მას გვერდს პირადი მცველი უმშვენებდა, რომელიც აგრეთვე მისი ტრენერიც გახლავთ. სხვათა შორის, როგორც ირკვევა, „ახოვანმა მამაკაცმა“ მადონასთან მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც შეყვარებულს, აჰლამალიკ უილიამს დაშორდა.