პოპის დედოფალს, მადონას 64 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა იუბილეს გრანდიოზულად აღნიშვნა გადაწყვიტა და თავის დიდ ოჯახთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. წვეულების შემდეგ კი 18,4 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს არაერთი ფოტო და ვიდეო გაუზიარა. ის შვილებთან და მეგობრებთან ერთად პოზირებს და „დოლჩე და გაბანას“ თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი კაბით ცეკვავს, რომლის ღირებულებაც 1800 ევროა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ერთი ვიდეო მოექცა, რომელშიც არტისტი მანქანის უკანა სავარძელზე, ორ ქალბატონთან ერთად ზის და მათ ვნებიანად კოცნის.
კიდევ ერთი კოცნა სცენაზე და დანთებული ცეცხლი – 63 წლის მადონას ეპატაჟური პერფორმანსი
„აქამდე ასეთი ფილტრი ჯერ არ გვინახავს“ – მადონას შოკისმომგვრელი ვიდეო