ჯენა ორტეგა ყველაზე პოპულარული გოგონაა თინეიჯერებში. ცოტა ხნის წინ გამოსულმა სერიალმა „უენსდეიმ“ მალევე მოახერხა რეკორდების მოხსნა. ორტეგას მიერ შესრულებული უენსდეი ადამსის ცეკვა კი ,,ტიკ-ტოკის” ტრენდად იქცა. ის „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და 31.6 მილიონ გამომწერს ხშირად ანებივრებს ფოტოებითა და ვიდეოებით.
თუკი ორტეგას „ინსტაგრამს“ გადახედავთ, ნახავთ არაერთ ფოტოსა და ვიდეოს, რომელიც „უეინსდეის“ გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. ფოტოები საოცრად თბილია, ვიდეოები კი საინტერესო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება იყო.
„განსაკუთრებული მადლობა სამსახიობო გუნდს“, – წერს ორტეგა.
უენსდეი ადამსის „ლუქი“ რეალურ ცხოვრებაში – 20 წლის ჯენა ორტეგა ახალ ფოტოებს ავრცელებს
„მე არანაირი გეგმა არ მქონდა“ – ჯენა ორტეგა „ვენსდეის“ საკულტო ცეკვის შესახებ საუბრობს