LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, დაიცავით დისტანცია“ – ბრიუს უილისის მეუღლე პაპარაცებს მიმართავს

201
ბრიუს-ვილისი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 67 წლის ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ამ რთული დიაგნოზის შემდეგ, ბრიუსმა  უარი თქვა კარიერაზე და ამჯერად დროს ოჯახთან ერთად ატარებს. მედიაში წერენ, რომ უილისის მდგომარეობა გაუარესდა და დაავადება სწრაფად პროგრესირებს. ამის მიუხედავად, პაპარაცები აგრძელებენ მსახიობის თვალთვალს, რაც ოჯახისთვის მიუღებელია.

ამ ფაქტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ბრიუს უილისის მეუღლე ემა ჰემინგი: „თუ იცით, რა არის დემენცია, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ამ დიაგნოზის მქონე ადამიანის გარეთ გასვლა. ეს განცხადება ეხება ფოტოგრაფებს, რომლებიც ექსკლუზიურად ცდილობენ ჩემი ქმრის ფოტოს მოპოვებას. გთხოვთ, დაიცავით დისტანცია. მესმის რომ ეს თქვენი სამსახურია, მაგრამ გთხოვთ, ნუ უყვირით, ნუ ელაპარაკებით“ – ამბობს ემა.

ამ ეტაპზე მსახიობის მკურნალობის კურსს გადის. როგორც ოჯახი ამბობს, არის გარკვეული პროგრესიც, მაგრამ უმნიშვნელო.

ბრიუს უილისი „დემენციის“ დიაგნოზის შემდეგ პირველად გადაიღეს

„ვერაფერი შემაჩერებს, იმიტომ რომ ბრიუს უილისი ვარ“ – ბრიუს უილისის ემოციური ვიდეო არქივიდან

ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები