LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისი „დემენციის“ დიაგნოზის შემდეგ პირველად გადაიღეს

258
page

67 წლის ბრიუს უილისი „დემენციის“ დიაგნოზის შემდეგ პირველად გადაიღეს. ის მეგობრებთან ერთად სანტა-მონიკას ქუჩებში ყავას მიირთმევდა. მას ლურჯი ჯინსის შარვალი და ამავე ფერის ზედა ეცვა, მის „ლუქს“ კი ნაცრისფერი ქუდი ასრულებდა.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 67 წლის მსახიობს, ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, გასულ თვეს კი ცნობილი გახდა, რომ მას „დემენციაც“ აქვს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

„აფაზიის დიაგნოზის შემდეგ დაავადებამ პროგრესირება განიცადა და ახალ ჩვენ საქმე გვაქვს დემენციის მსუბუქ ფორმასთან“, – ნათქვამია ბრიუსის ქალიშვილის, რუმერის „ინსტაგრამ პოსტში“.

„ვერაფერი შემაჩერებს, იმიტომ რომ ბრიუს უილისი ვარ“ – ბრიუს უილისის ემოციური ვიდეო არქივიდან

ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები