LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარის მეშვიდე ანგელოზი“ – ჰარი სტაილსისა და ქენდის სვეინპულის ვნებები სცენაზე – „მზერა ყველაფერს ამბობს“

1673
page

მედია აქტიურად წერს ჰარი სტაილსისა და „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის, ქენდის სვეინპოლის რომანტიკულ ურთიერთობაზე. საქმე ის არის, რომ არტისტის მორიგი კონცერტის დროს, სცენაზე 39 წლის ქერისი გამოვიდა, ცხადია მოდელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ფოტოგრაფებმა მოახერხეს და აღბეჭდეს 29 წლის არტისტის სახე, როდესაც მან სვეინპოლი დაინახა. მას გაბრწყინებული სახე ჰქონდა და ლამაზმანს თვალს ვერ წყვეტდა.

ცნობისთვის, სტაილსს დიდი გამოცდილება აქვს მოდელებთან ურთიერთობაში. თუკი მათი რომანი დადასტურდება, ეს ჰარის „ვიქტორიას სიკრეტის“ რიგით მეშვიდე „ანგელოზი“ იქნება.

„მზერა ყველაფერს ამბობს“, „სახე გაუბრწყინდა“, „თვალეს ვერ წყვეტს“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ჰარი სტაილსი ახლა ტურნეში, love on tour იმყოფება და აგრძელებს საზოგადოების გაოცებას შთამბეჭდავი პერფორმანსებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები