LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმანმა და ჯეიკ ჯილენჰოლმა რაიან რეინოლდსი გააშარჟეს (ფოტო)

7690290-0-image-a-38_1545366796325

რაიან რეინოლდსის უკბილო ხუმრობებს ჰოლივუდი დიდი ხანია მიეჩვია, თუმცა კანადელი მსახიობი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უხერხულ სიტუაციაში თავადაც აღმოჩნდებოდა.

42 წლის მსახიობმა ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ის უახლოეს მეგობრებთან, ჰიუ ჯეკმანთან და ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთადაა აღბეჭდილი.

გაირკვა, რომ ბიჭებმა ბლეიკ ლაივლის მეუღლე, სვიტრ-ფართიზე დაპატიჟეს, რომლის დრესკოდი სადღესასწაულო ნაქსოვი თბილი პულოვერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ორი შვილის მამამ ტანსაცმლის კოდექსი გაითვალისწინა და საღამოზე შეფუთული სასაჩუქრე ყუთივით ჩაცმული მივიდა.

აღმოჩნდა, რომ ჯეკმანმა და ჯილენჰოლმა, რომლებიც რეინოლდსის ყბაში არაერთხელ აღმოჩენილან, მეგობრის იუმორს ალღო მარტივად აუღეს და მასზე კონტრიერიში მიიტანეს. დახურულ წვეულებაზე მისული რაიანი სახტად დარჩა, როცა მიხვდა, რომ ის მახეში გაება, თუმცა არ დაიბნა და ფოტოების აღწერისას ნაცად ხერხს მიმართა. მან ჰიუსა და ჯეიკს გვარები შეუცვალა.

,,ამ ტრ#$%&მა მითხრეს, რომ ეს სვიტრ-ფართი იქნებოდა. #ჰიუჯილენჰოლი #ჯეიკჯეკმანი ?”, – დაწერა ,,ინსტაგრამზე” რეინოლდსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები