როგორც ცნობილია, მაილი საირუსის ახალმა სინგლმა, Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად სმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილოონზე მეტი მოსმენა დააგროვა. სიმღერა ასევე 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა.
„ჩვენ ავაშენეთ სახლი და ვუყურებდით, თუ როგორ იწვოდა ის“, – მღერის მაილი. ამ სიტყვებით ის ლიამ ჰემსვორტს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ სიმღერა მაილიმ მის დაბადების დღეზე გაავრცელა.
ახლა კი დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ლიამ ჰემსვორტი მაილის აღნიშნული სიმღერისთვის სასამართლოში უჩივის. აღნიშნული ინფორმაცია „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელდა.
„გავრცელებული დოკუმენტაციის თანახმად, ლიამ ჰემსვორტმა ოფიციალურად მიმართა სასამართლოს და ყოფილ ცოლს სიმღერისთვის Flowers უჩივლა“, – ნათქვამია პოსტში.
ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.
როცა შენი სიმღერა 13 ქვეყანაში პირველ ადგილზეა – მაილი საირუსი ტრიუმფს „პატარა შავ კაბაში“ ზეიმობს