LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, თუმცა სწორედ ნიკოლის დანახვისას ვიგრძენი რაღაც განსაკუთრებული“ – ანტონიო ბანდერასი და ნიკოლ კიმპელი ამტკიცებენ, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს

161
page

ანტონიო ბანდერასი, ცალსახად ერთ-ერთი ყველზე სასურველი და ტემპერამენტიანი ჰოლივუდელი მამაკაცია. ის სუსტი სქესის გულთამპყრობელია. თუმცა, მისი გული დაკავებულია. ანტონიოს საყვარელი ქალბატონი ნიკოლ კიმპელია. 62 წლის მსახიობი ხშირად ამბობს, რომ ნიკოლთან საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.

ყველაფერი კი კინოფესტივალზე დაიწყო, ბანდერასმა ნიკოლის ტყუპისცალი და გაიცნო და თავდაპირველად სწორედ მან დაიმსახურა მისი სიმპათიები, თუმცა უეცრად ნიკოლი გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.

„როდესაც ნიკოლი დავინახე, ჩემს გულს რაღაც მოუვიდა. ისინი ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, თუმცა სწორედ ნიკოლის დანახვის დროს ვიგრძენი რაღაც განსაკუთრებული“, – იხსენებს ანტონიო.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ანტონიო ქორწინებაში ჯერ კიდევ მელანი გრფიტთან იმყოფებოდა. ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა 8 წლის იუბილე აღნიშნა.  ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ამის შესახებ ანტონიოს თავისი მოსაზრება აქვს.

„მე ნიკოლზე დაქორწინებული ისედაც ვარ, ის ჩემი ცოლია, მე კი მის ქმარი და ჩვენ ბედნიერები ვართ“, – ამბობს ბანდერასი.

კვლავ ახალგაზრდა და კვლავ ენერგიული- 61 წლის ანტონიო ბანდერასი ესპანურ ტემპერამენტს აფრქვევს

ფოტო: 61 წლის ანტონიო ბანდერასი წითელ ხალიჩაზე საყვარელ ქალბატონს თვალს ვერ წყვეტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები