ჯეი ლოსგან მიტოვებულმა ალექს როდრიგესმა, ბევრი ეძება თუ ცოტა, იპოვა ახალგაზრდა ფიტნესინსტრუქტორი და მასთან გააბა რომანი. 25 წლის კეტრინ პეჯეტთან ყოფილი სპორტსმენი საკმაოდ დიდ დროს ატარებს.
25 წლის ქერა ლამაზმანი – ალექს როდრიგესმა ჯეი ლოს შემცვლელი იპოვა
ამჯერად წყვილი იბიცაზე გადაიღეს. ისინი პაპარაცები ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც ღამის კლუბიდან გამოდიოდნენ. ალექსი აშკარად არაფხიზელი იყო. მას კრემისფერი შარვალი და მკერდზე შეხსნილი თეთრი პერანგი ეცვა. კეტრინს კი მწვანე კაბა ამშვენებდა. ფოტოებმა მალევე მოიცვა ინტერნეტსივრცე.
„ისეთი სახე აქვს – ჯეი ლო საერთოდ ვინ არის?“, „აშკარად არ არის ბედნიერი“, ,,როგორი ფხიზელია“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: იპოვეთ სამი განსხვავება, მიაგეთ პატივი ალექს როდრიგესის ხსოვნას – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები