ჯენიფერ ლოპესის ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი უკვე აღარავის ახსოვს, ახლა ყველა „ბენიფერის“ გრანდიოზული ქორწილის მოლოდინშია. წყვილი სულ ერთადაა და პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება. ამჯერად ჯეი ლო და ბენი 14 წლის ემმასთან ერთად, ლოს-ანჯელესში, ბეისბოლის თამაშის დროს გადაიღეს. ფოტოებმა საზოგადოება ცნობილი ბეისბოლისტი, ალექსი გაახსენა.
მანამ სანამ ემმა ვარჯიშობდა, ჯენიფერი და ბენი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მოგვიანებით ბიტა 52 წლის ლამაზმანმაც აიღო ხელში, ბენი კი მას ღობის მიღმა აკვირდებოდა და გულშემატკივრობდა.
ფოტო: როდესაც საყვარელი ქალის სრულყოფილი ფორმებით ამაყობ