„ბენიფერის“ შერეული ოჯახის შესახებ უკვე კარგა ხანია ცნობილია, წყვილი შვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს. ბენ აფლეკი არაერთხელ გადაუღიათ ჯეი ლოს ტყუპებთან, ისევე, როგორც ჯეი ლო ბენის შვილებთან ერთად. ახლა კი, როგორც ჩანს, აფლეკის ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის დროც დადგა.
პაპარაცებმა გარნერი ჯეი ლოს ქალიშვილთან, ემმასთან ერთად გადაიღეს. ისინი „დისნეილენდში“ იყვნენ და მშვენივრად ერთობოდნენ. ჯენიფერი ბავშვებს ფოტოებს უღებდა. ინსაიდერის ცნობით, ჯეი ლო გარნერის სახლს ხშირად სტუმრობს.
როგორ ერთობა ბენ აფლეკი თავის „შერეულ ოჯახთან“ ერთად „უიქენდზე“
სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა
ჯეი ლოსთან „ხელების შლის“ შემდეგ, ბენ აფლეკი ყოფილ ცოლთან სეირნობის დროს გადაიღეს