რამდენიმე დღის წინ, „გრემის“ დაჯილდოებაზე ჯეი ლოსა და ბენის გამოჩენამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ბენ აფლეკს სრულებითაც არ ხიბლავს საჯარო ღონისძიებები. როგორც ჩანს „არგოს“ ვარსკვლავი უფრო მეტად შვილების გარემოცვაში ერთობა.
„რას ეუბნება ბენი ჯეი ლოს?!“ – „ბენიფერის“ ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ამჯერად „ბენიფერის“„ შერეული ოჯახი“ ლოს-ანჯელესში, სახლის მახლობლად გადაიღეს. 50 წლის ბენი შვილებთან თამაშით გაერთო. ის პროფესიონალური კამერით უღებდა ბავშვებს, რომლებიც სკეიტზე სრიალებდნენ.
„ბენიფერის“ შვილები სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, ჯეი ლო კი სიამაყით ადევნებდა თვალს მზრუნველ მამას.
„ბენიფერის თაფლობის თვე აშკარად დასრულდა“ – წყვილი ახალი სახლის ძიების პროცესში გადაიღეს