LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი ბედნიერია, რომ ბენ აფლეკმა ახალი სიყვარული იპოვა

571
safe-image

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს. საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ 47 წლის აფლეკი 32 წლის მსახიობ, ანა დე არმასს ხვდება.

წყვილი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, მათ „პანდემიური წყვილიც“ კი შეარქვეს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ქუჩაში ხშირად სეირნობდნენ და არც ხვევნა-კოცნას ერიდებოდნენ.

ვიდეო: ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის ვნებიანი კოცნა რეპერ Residente-ის კლიპში მოხვდა

ისინი თვითიზოლაციის პერიოდში არაერთხელ არღვევდნენ წესებს და ძალიან ბევრს სეირნობდენენ, პაპარაცების იბიექტივში კი მათი ალერსი არაერთხელ მოექცა

„ჯენიფერი ბედნიერია, რომ ბენმა ახალი სიყვარული იპოვა, ის თავისი  შვილების მამას ბედნიერებას უსურვებს“, – ამბობს ინსაიდერი

შეგახსენებთ, ბენი და ჯენიფერი 2015 წელს განქორწინდნენ, ისინი სამ შვილს ზრდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები