ჯენიფერ ლოპესისგან მიტოვებული ალექს როდრიგესი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიასთან და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ბედნიერია. ამჯერად 47 წლის როდრიგესი ბევერლი-ჰილზში ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. ქერათმიან ქალს „პრადას“ 150 დოლარიანი სათვალე და „ლუი ვიტონის“ 1400 დოლარიანი ჩანთა ეკავა.
მოგვიანებით როდრიგესმა და მისტიკურმა ქერათმიანმა ლამაზმანმა ძვირადღირებულ ბუტიკში გადაინაცვლეს საყიდლებზე. მედია წერს, რომ იმედგაცრუებული და მიტოვებული როდრიგესი ამჯერად ახალი რჩეულის განებივრებას ცდილობს.