LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის მეფური დაბრუნება, ნახეთ მსახიობი ლუდოვიკო XV-ის როლში – „ჟანა დიუ ბარის“ პირველი „თრეილერი“

219
Untitled.pngASDASD

ისტორიული დრამის, ჟანა დიუ ბარის  პირველი „თრეილერი“ გავრცელდა და ის საოცრად შთამბეჭდავია. ლუდოვიკო XV-ის როლს ჯონი დეპი ასრულებს, მას  პარტნიორობას ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, პიერ რიშარი უწევს. აღსანიშნავია, რომ ფილმი კანის კინოფესტივალს“ გახსნის. ფილმის პრემიერა 16-23 მაისს შედგება.

ჯონი დეპის ფილმი „კანის ფესტივალს“ გახსნის – ახალი დეტალები

რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმი ჟანა დიუ ბარის ისტორიას გვიყვება, რომელიც 1743 წელს მკერავების ოჯახში დაიბადა. უდიდესი მომხიბვლელობისა და შარმის წყალობით, ის წლების შემდეგ მეფე ლუი XV-ის ფავორიტი გახდა. ფილმში პარიზის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ვიხილავთ, მათ შორის „ვერსალის“ სასახლესაც.

ცნობისთვის, ჯონი დეპის მონაწილეობით ეს იქნება პირველი ფილმი, რომელიც მეუღლესთან, ებერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ გამოვა.

„მე არც თუ ისეთ დიდი ექსტრავერტი ვარ, როგორც ამას სხვები ფიქრობენ, საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ“ – ჯონი დეპის უახლესი ინტერვიუ

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე“ – ემბერ ჰარდი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები