LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არც თუ ისეთ დიდი ექსტრავერტი ვარ, როგორც ამას სხვები ფიქრობენ, საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ“ – ჯონი დეპის უახლესი ინტერვიუ

192
Untitled.pngSDFF

მალე ჯონი დეპის მონაწილეობით ახალ ისტორიულ დრამას ვიხილავთ. „ჟანა დიუ ბარი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც „კანის ფესტივალს“ გახსნის და რომელშიც დეპი  ლუდოვიკო XV-ის როლს ასრულებს.

ჯონი დეპის ფილმი „კანის ფესტივალს“ გახსნის – ახალი დეტალები

მანამდე დეპი სხვადასხვა გამოცემებს ინტერვიუებს აძლევს. ამჯერად 59 წლის დეპმა თავის საცხოვრებელ ადგილზე ისაუბრა. ის ბრიტანეთში ცხოვრობს. სახლი „დაუნტონის სააბატოში” მდებარეობს. მსახიობმა ის 2014 წელს, 13 მილიონ დოლარად შეიძინა. უზარმაზარ სახლში 13 საძინებელი ოთახია განთავსებული, საცხოვრებელი 850 აკრზეა გადაჭიმული.

„მე ძალიან მიყვარს ადგილები, რომლებსაც გამოხატული ხასიათი აქვთ. ბრიტანელები ძალიან მაგარი ტიპები არიან და როგორც კარგ მეზობელს შეეფერება, ისე შეგხვდებიან. მე მიყვარს სხვადასხვა ადგილებში სიარული, ახალი რაღაცების ნახვა და ადამიანებთან შეხვედრა, თუმცა, მე არც თუ ისეთ დიდი ექსტრავერტი ვარ, როგორც ამას სხვები ფიქრობენ. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ. მე ჩემს სახლში ისეთი შემიძლია ვიყო, როგორიც რეალურად ვარ. მე აქ თავისუფლად შემიძლია მაღაზიებში სიარული და „სელფების“ გადაღებისთვის არავინ  მაწუხებს“, – ამბობს დეპი.

ჯონი დეპმა უკურნებელი სენით დაავადებულ პატარა ბიჭუნას სურვილი შეუსრულა და ჯეკ ბეღურად გადაიქცა

ვიდეო: ჯონი დეპი MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პირდაპირ ციდან ჩამოფრინდა და აუდიტორიის ოვაციებიც დაიმსახურ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები