LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის ფილმი „კანის ფესტივალს“ გახსნის – ახალი დეტალები

275
page

ისტორიული დრამა, „ჟანა დიუ ბარი“ „კანის კინოფესტივალს“ გახსნის. ფილმის პრემიერა 16-23 მაისს შედგება.  ლუდოვიკო XV-ის როლი, ჯონი დეპმა ირგებს, მას ფილმში პარტნიორობას პიერ რიშარი უწევს.

ფილმი ჟანა დიუ ბარის ისტორიას გვიყვება, რომელიც 1743 წელს მკერავების ოჯახში დაიბადა. უდიდესი მომხიბვლელობისა და შარმის წყალობით, ის წლების შემდეგ მეფე ლუი XV-ის ფავორიტი გახდა. ფილმიდან პირველი კადრები წლის დასაწყისში გავრცელდა.

თქვენს წინაშეა ხელმწიფე „ჯონი დეპ ლუდოვიკო XV“ – მსახიობის მეფური დაბრუნება და უახლესი კადრები ფილმიდან „ჟანა დიუ ბარი“

ახლახან კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, გადაღებების დაწყებამდე ჯონი დეპმა ფრანგული არ იცოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯონი დეპის მონაწილეობით ეს იქნება პირველი ფილმი, რომელიც მეუღლესთან, ებერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ გამოვა.

ემბერ ჰარდზე გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი კინოში ბრუნდება – მსახიობი ლუი XV-ის როლში ახალი ფილმიდან „ჟანა დიუ ბარი“

ცნობისთვის, წლევანდელი „კანის ფესტივალის“ ჟიურის თავმჯდომარე, 2022 წლის დაჯილდოების ტრიუმფატორი, შვედი რეჟისორი რუბენ ესტლუნდი იქნება. „ჟანა დიუ ბარისთან“ ერთად ფესტივალზე მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, Killers of the Flower Moon-ის და „ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პრემიერებიც შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები