23 წლის კაილი ჯენერი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე არ ეხება არც რაიმე სასიყვარულო სკანდალს და არც მის „ბიუთი“ ბიზნესს. რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის კლინიკის ასაშენებლად 500 000 დოლარი გაიღო. უახლესი აპარატურით აღჭურვილი საბავშვო ონკოლოგიური ცენტრში ტენესის შტატში იქნება განთავსებული.
ვარსკვლავის ქველმოქმედებამ საზოგადოებისგან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
„შენ დაამტკიცე, რომ უგრძნობი ბარბი არ ხარ“, „როგორი დიდსულოვანი ყოფილხარ“,– წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, გასულ წელს გამოცემა „ფორბსმა“ კაილი ჯენერი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო.