LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო

272
29029950-0-image-a-122-1590901000513

სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა „ფორბსმა“ რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი, კაილი ჯენერი მილიარდერების სიაში შეიყვანა. თუმცა, ახლა გამოცემამ ვარსკვლავი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო.

გამოკვლევების მიხედვით გაირკვა, რომ კაილიმ ქონების შესახებ მოიტყუა და ჟურნალს, ბრენდის Kylie Cosmetics შესახებ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა.

საპასუხოდ განაწყენებულმა კაილიმ განაცხადა, რომ რაიმე ტიტულის მოპოვება მისთვის მიზანი არასოდეს ყოფილა.

შეგახსენებთ, აპრილში 22 წლის ჯენერი გამომცემლობამ, ყველაზე ახალგაზრდა მილიონერების რეიტინგის სათავეში მოაქცია და ,,მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერის” ტიტულიც მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები