გასულ წელს, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კაილი ჯენერი დედა მეორედ გახდა, მასა და რეპერ, ტრევის სკოტს ვაჟი შეეძინათ. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს გაშორდა.
„ვალენტინობის“ დღეზე 25 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, კაილი მეგობართან, ანასტასია კარანიკალაუსთან ერთად პოზირებს და მას ტუჩებში კოცნის. გოგონები ჯინსებსა და ტყავის ქურთუკებში არიან გამოწყობილები.
„შენ ჩემი მარადიული ვალენტინი ხარ“, – ასე დაასათაურა ფოტოები ჯენერნმა.
კაილი ჯენერსა და ტრევის სკოტს ვაჟი შეეძინათ – ნახეთ პირველი ფოტო
კაილი ჯენერი კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის კლინიკის ასაშენებლად 500 000 დოლარს რიცხავს