მას შემდეგ, რაც კეიტ მოსმა ყოფილი შეყვარებულის, ჯონი დეპის სასარგებლოდ ჩვენება მისცა, პაპარაცები მოდელის თვალთვალით დაკავდნენ და საკმაოდ საინტერესო დეტალებიც გაარკვიეს. გაირკვა, რომ მოსი ჯონთან ერთად ლონდონში გაფრინდა და მის კონცერტს დაესწრო. ინსაიდერის განცხადებით, პერფორმანსის დაწყებამდე, კეიტმა ჯონს საგრიმიოროში მიაკითხა და იქ რამდენიმე საათი გაატარა. ბუნებრივია, ყოველივე ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ჰოლივუდურმა წყვილმა რომანი განაახლა.
„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება
ჯონი დეპის კონცერტის კულისებიდან გამოპარული კეიტ მოსი პაპარაცებმა გამოიჭირეს
თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი, კეიტ მოსი უკვე რამდენიმე წელია გერმანელ გრაფს, ნიკოლაი ფონ ბისმარკს ხვდება. წყვილი ერთად ხშირად ატარებს დროს და ეგზოტიკურ კურორტებსაც ხშირად სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ 48 წლის მოდელის რჩეული 33 წლისაა.
დეპის გამარჯვების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი თავსატეხი გაუჩნდა, – მიატოვებს თუ არა 48 წლის მოდელი 33 წლის გერმანელ გრაფს, ჯონი დეპის გულისთვის.
ფოტო: 46 წლის კეიტ მოსი 33 წლის შეყვარებულთან ერთად დროს მდიდრულ იახტაზე ატარებს