LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მოსს ახალგაზრდა ბოიფრენდი ჰყავს (ფოტო)

8729118-0-image-a-44_1547912228609

ხმაურიანი წვეულების ნაცვლად, 45 წლის იუბილე კეიტ მოსმა ახალ ბოიფრენდთან ერთად, მშვიდ გარემოში აღნიშნა. გაირკვა, რომ ინგლისელმა მოდელმა 16 იანვარს პარიზს მიაშურა და რომანტიკული არდადეგები მოიწყო.

პაპარაცებმა პოდიუმის ლამაზმანი საფრანგეთის დედაქალაქში 13 წლით უმცროს ფოტოგრაფთან და არისტოკრატთან, ნიკოლაი ფონ ბისმარკთან ერთად დააფიქსირეს.

ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდება. ინსაიდერის ინფორმაციით, ისინი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობენ, რადგან თავს შეყვარებულების ამპლუაშიც არაჩვეულებრივად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ კეიტ მოსის პირადი ცხოვრებიდან ცნობილია არაერთი რომანი, მათ შორის ბენდების The Libertines და The Kills წევრებთან, პიტ დოერტისთან და ჯეიმი ჰინსთან. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელთან ის 2011-2016 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები