LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ჰარლი ქუინის როლში? – ახალი დეტალები „ჯოკერი 2“-ის შესახებ და სცენარით გატაცებული ხოაკინ ფენიქსი

279
page

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, „ჯოკერის“ მეორე ნაწილში, სახელად Joker: Folie à deux შესაძლოა ხოაკინ ფენიქსთან ერთად ლედი გაგაც ვიხილოთ, რომელიც ჰარლი ქუინის როლს შეასრულებს. გაგას ჰარლი ქუინი და მარგო რობის პერსონაჟი DC-ის სხვადასხვა სამყაროებში იქნებიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ „ჯოკერის“ მეორე ნაწილი შესაძლოა მიუზიკლი იყოს.

ახლახან, რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ხოაკინ ფენიქსის ფოტო გაავრცელა.

„სცენარით არის გატაცებული“, – წერს რეჟისორი.

შეგახსენებთ, ფენიქსის მონაწილეობით ჯოკერი 2019 წელს გამოვიდა და „ოსკარიც“ დაიმსახურა.

„ჯოკერის“ „სიქველში“ ხოაკინ ფენიქსთან ერთად რუნი მარა ითამაშებს – გაინტერესებთ ჰონორარი?

“ჯოკერმა” კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი დააგროვა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Todd Phillips (@toddphillips)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები