LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა მშენებლობაზე მუშაობდა, დედა სასტუმროს ალაგებდა და მან მოახერხა ვარსკვლავობამდე გზა მარტოს გაეკვალა – ნელი ფურტადოს უცნობი ამბავი

5536
ნელი ფურტადო

ნელი ფურტადო იმ მუსიკოსთა სიას მიეკუთვნება, ვისაც პოპულარობის მიღწევაში არც იმან შეუშალა ხელი, რომ საკმაოდ შეჭირვებული ოჯახიდან იყო და არც იმან, რომ ოჯახს არავითარი კავშირი არ ჰქონდა შოუბიზნესთან.

ნელი ფურტადოს მშობლები წარმოშობით პორტუგალიელები არიან, მამა, ანტონიო ხოსე ფურტადო მშენებლობაზე მუშაობდა, დედა კი ადგილობრივ სასტუმროში დამლაგებელი იყო . ფურტადოების ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა. ნელის ჰყავს და, ლიზა ანა და ძმა, მაიკლ ენტონი.

პირველი სასცენო გამოცდილება ფურტადომ 4 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ნაციონალურ დღესასწაულზე სიმღერა შეასრულა.

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, სკოლის ასაკიდან ნელიმ დამოუკიდებლად ისწავლა დაკვრა რამდენიმე ინსტრუმენტზე. 12 წლის ასაკში პირველი სიმღერაც დაწერა, ამ დროს ის ადგილობრივი ჯაზ-ბენდის წევრიც იყო. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ფურტადო საცხოვრებლად ტორონტოში გადავიდა. ამ დროს ის მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, პარალელურად უკრავდა ჯგუფში სახელწოდებით Nelstar.

პირველი წარმატება ფურტადოსთან მოულოდნელად მოვიდა, როდესაც გოგონამ მონაწილეობა მიიღო ტორონტოს ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსში, სადაც მან გაიცნო პროდიუსერები Dream Works Records-იდან, რომლებმაც ნელის პირველი კონტრაქტი გაუფორმეს, პირველი სინგლი კი, რომელიც გამოვიდა, გახლდათ დღეს ყველასთვის ცნობილი ჰიტი I‘m Like a Bird. სიმღერა გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა, ის ყველა წამყვანი ჩარტის სათავეში აღმოჩნდა და დამწყებ მუსიკოსს „გრემის“ ჯილდოც კი მოუტანა. ალბომი Whoa! Nelly ორჯერ ზედიზედ ,,პლატინის ტიტულის” მფლობელი გახდა, ეს იყო რამდენიმე ჟანრის, როკის, ფოლკის, ჰიპ-ჰოპის, რითმ-ენ-ბლუზისა და ელექტრონული მუსიკის  სინთეზში შესრულებული მუსიკა, განუმეორებელი, განსაკუთრებული და ძალიან შთამბეჭდავი.

არნახული აღიარების შემდეგ ნელიმ გადაწყვიტა, უფრო შორს წასულიყო და მეორე ალბომი მსოფლიოს ქვეყნების მუსიკას მიუძღვნა. ალბომს ასე ერქვა Folklore და ის იმდენად ღრმა და ემოციური გამოვიდა, რომ კრიტიკისთვის ადგილი არ დატოვა. ყველაზე პოპულარული ალბომიდან გამოვიდა ჰიტი Forca, რომელიც 2014 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჰიმნი გახდა. რიგით მესამე ალბომის შექმნა საკუთარ თავზე თიმბერლენდმა აიღო, ალბომი სახელწოდებით Loose 2006 წელს გამოვიდა და მალევე „ბილბორდის“ ჩარტების სათავეში მოექცა. 2007 წელს ალბომი Loose წლის ყველაზე კომერციულ ალბომად დასახელდა. განსაკუთრებულად პოპულარული გამოდგა სიმღერა Give It to Me, რომელიც ნელი ფურტამდომ თავად თიმბერლენდთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად შეასრულა. ალბომი „გრემის“ ნომინანტი გახდა , ის მსოფლიოს 8 ქვეყნის წამყვანი მუსიკალური ჩარტის სათავეში მოექცა. ამას მოჰყვა ესპანურენოვანი ალბომი Mi Plan, რომელიც ასევე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

საინტერესოა, რომ მუსიკის გარდა, ნელი ფურტადომ ძალები კინოშიც მოსინჯა, ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მაკს პეინი“, ასევე მონაწილეობს რამდენიმე პოპულარულ სერიალში.

რაც შეეხება პირადს, ფურტადო ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქმარი ინსტრუმენტალისტი ჯასპერ გეჰანია იყო, რომელთანაც მომღერალმა ოთხი წელი გაატარა. წყვილს საერთო ქორწინებიდან გოგონა შეეძინა .

2008 წელს ნელი ცოლად გაჰყვა ხმის რეჟისორი დემასიო კასტელიონეს, რომელთანაც 8 წელს გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები