ამერიკული სერიალი, „მილიარდები“ ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუა. ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, მარია შარაპოვა სერიალის მე-5 სეზონში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ შარაპოვა ამავე სერიალის მესამე სეზონში, ეპიზოდურ როლში მოგვევლინა, თუმცა, ახალ სეზონში მისი როლი ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნება.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მარია ბრიტანეთის ყველზე მიმზიდველ და მდიდარ მამაკაცს, ალექსანგ გილკსომს ხვდება. ახალგაზრდა მამაკაცი აუქციონის Paddle8 დამფუძნებელია და მას მედიაში „მეორე პრინც ჰარისაც“ უწოდებენ.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05