LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ის მთელი ამ დროის განმავლობაში მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მესმის, რომ ეს ბევრისთვის გაუგებარია“ – ემბერ ჰარდი

850
pagedf

ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესის წაგებიდან ორი კვირის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელი და სკანდალური განცხადება გააკეთა. ის „დღის შოუში“ თავის გრძნობებზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯონი მას სცემდა და ის საკუთარ ინტერესებს სიცოცხლის ბოლომდე დაიცავს,  ყოფილი ქმარი მაინც უყვარს.

„ჯონი ისევ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა” – ემბერ ჰერდი ჯონი დეპზე

„მე ისევ მთელი გულით მიყვარდა და მე ის ახლაც მიყვარს, მაქსიმალურად ვცდილობდი მასთან ურთიერთობების დალაგებას, თუმცა, არ გამომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა, მის მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს, მესმის, რომ ეს ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა მათთვის, ვისაც ოდესმე ჭეშმარიტი სიყვარული განუცდია, ეს გასაგები იქნება“, – აცხადებს ჰარდი.

ემბერმა ასევე განაცხადა, რომ ახლა ის აპირებს მთელი თავისი დრო, ქალიშვილს დაუთმოს და მხოლოდ მასზე იზრუნოს.

ბუნებრივია, აღნიშნულ განცხადებებს საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა, ზოგიც ემბერის გრძნობებში დარწმუნებულია.

„კვლავ ერთად იქნებიან!“, „შერიგდებიან“, „წინ მოულოდნელი ამბები გველოდება“„წარმოუდგენელი კავშირი“, – წერენ კომენტარებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები