LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე შვილები დედაჩემს დავუტოვე, წვეულებიდან დაბრუნების შემდეგ კი მან მცემა“ – ბრიტნი სპირსი დედას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

247
page

მამასთან, ჯეიმი სპირსთან სასამართლო დავის შემდეგ, პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი  დედას უჩივის. ის აცხადებს რომ დედამ, ლინ სპირსმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ის ქმარს და შვილების მამას, კევინ ფედერლაინს დაშორდა. ერთ საღამოს ის ლინდსი ლოჰანთან და პერის ჰილტონთან ერთად წვეულებაზე წავიდა და სახლში გვიან დაბრუნდა, ამან ბრიტნის დედა განარისხა.

„მე შვილები დედას დავუტოვე, თავად კი წვეულებაზე წავედი. სახლში დილის 4 საათზე დავბრუნდი, ამის გამო დედაჩემი განრისხდა, შემომხედა და ისე ძლიერად დამარტყა სახეში, რომ მე ამას ვერასდროს დავივიწყებ“, – აცხადებს სპირსი და დასძენს, რომ თავად შვილებზე ხელი არასდროს აუწევია.

კევინ ფედერლაინმა ბრიტნი სპირსს ვიდეო გაუვრცელა, სადაც ასახულია, როგორ უყვირის ის შვილებს

ცეკვის დროს აქვითინებული ბრიტნი სპირსის ვიდეო – როგორ მიულოცა პოპის პრინცესამ ვაჟებს იუბილე, რომლებსაც დედის ნახვა აღარ სურთ

ბრიტნი სპირსს, გათხოვების შემდეგ, მამა უჩივის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები