LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებთან ერთად ახალ ჯგუფს ვქმნი“ – რობი უილიამსი ბერლინში ფართს ეძებს

74
1-Robbie-Williams

46 წლის ინგლისელმა მუსიკოსმა, რობი უილიამსმა განაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ახალ ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და თავისი სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

„ჩემს მეგობრებთან, ფლინ ფრენსისთან და ტიმ მეტკალფისთან ერთად ახალ პროექტზე ვმუშაობ, ჩვენ ახალ ჯგუფს ვაყალიბებთ, უკვე რამდენიმე სიმღერაც მზად გვაქვს. ამჟამად ბენდის სახელზე ვფიქრობთ“, – აცხადებს რობი.

მომღერალმა ასევე თქვა, რომ ის  ბერლინში ფართის ქირაობას აპირებს, რომელიც დღის განმავლობაში საგამოფენო დარბაზი იქნება, ღამე კი საკლუბო სივრცედ გარდაიქმნება. საგამოფენო სივრცეში არტისტი კარანტინის დროს შექმნილ ნამუშევრებს გამოფენს.

შეგახსენებთ, რობი უილიამსი 1990-1995 წლებში ბოიბენდის,Take That-ის წევრი იყო. მან ჯგუფი 1995 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები