ყველასთვის მოულოდნელად, მისი ელიოტმა მინი დისკი – Iconology გამოუშვა. რელიზში 5 სიმღერა შედის, რომელთაგან ერთ-ერთზე – Throw It Back, მან თაყვანისმცემლებს კლიპი წარუდგინა.

EP ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის პირველი ჩანაწარია მას შემდეგ, რაც მისი მეექვსე სტუდიური ალბომი გამოვიდა. The Cookbook 2005 წლით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, MTV Video Music Awards-ზე მისი ელიოტს სპეციალურ, ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ავანგარდის ჯილდოს” გადასცემენ.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები