LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისტერ ბიგ ბრუნდება“ – „სექსი დიდი ქალაქში“ მამაკაცები სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი

225
Untitledh

მალე, ყველასათვის საყვარელი, საკულტო სერიალი, „სექსი დიდ ქალაქში“ კინოეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება. თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, სეზონის დაანონსების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქერი  ბრედშოუს მთავარი სიყვარული, ,,მისტერ ბიგ”, იგივე კრის  ნოტი ახალ სეზონში არ გამოჩნდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  სერიალში  მთავარი როლის შემსრულებელი, სამივე მამაკაცი გამოჩნდება. კრის ნოტს, ჯონ კორბეტს და დევიდ ეიზენბერგს კვლავ ვიხილავთ.

სერიალში ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან. გოგონებს არატრადიციული ორიენტაციის ქალბატონი შეუერთდება. მის როლს „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, სარა რამირესი მოირგებს.

ცნობისთვის, სეზონში სულ ათი სერია შევა, თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება, გადაღებები ნიუ-იორკში უკვე დაწყებულია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები