LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო „კეთილი ბოროტმოქმედის“ მოლოდინში – „ჯოკერის“ ახალი კადრი გავრცელდა

147
page

მსოფლიო „კეთილი ბოროტმოქმედის“ მოლოდინში, – „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ ეკრანებზე 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა. საკულტო ფილმის ახალ ნაწილში მთავარ როლს კვლავაც ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, მას კი პარტნიორობას ლედი გაგა უწევს.

ახლახან, რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ფილმიდან ახალი კადრი გაგვიზიარა, რომელზეც ფენიქსია აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, პირველი „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა, კინოსურათმა მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში „ოსკარი“ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ კინოკრიტიკოსები ლედი გაგას, ჰარლი ქუინის როლისთვის „ოსკარის“ ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ.

„კეთილი ბოროტმოქმედი“ ბრუნდება – პირველი ფოტოები „ჯოკერის 2“ -ის გადასაღები მოედნიდან

 

View this post on Instagram

 

A post shared by Todd Phillips (@toddphillips)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Todd Phillips (@toddphillips)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები