LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს მსოფლიოს ნამდვილი ემი გავაცნო“ – „ბიბისი“ ემი უაინჰაუსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

237
page

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან უკვე 10 წელი გავიდა. არტისტი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდესი კვალი დატოვა. მისი საინტერესო ცხოვრების შესახებ უკვე გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „ემი“ რომელმაც „ოსკარისა“ და „ბაფტას“ ჯილდო დაიმსახურა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ არტისტის შესახებ „ბიბისი“ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. „ემი უაინჰაუსი: 10 წლის შემდეგ“ – ასე ერქმევა ფილმს, რომელიც მუსიკოსის დედის, ჯენი უაინჰაუსის მონათხრობზე იქნება დაფუძნებული.

„არამგონია, რომ საზოგადოებამ იცოდა, თუ როგორი იყო ნამდვილი ემი, ისეთი, როგორიც მე გავზარდე. სულმოუთქმელად ველი, თუ როდის მომეცემა შესაძლებლობა მსოფლიოს ჭეშმარიტი ემი გავაცნო“, – აცხადებს ვარსკვლავის დედა

ჯერჯერობით უცნობია ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი, თუმცა მას მიმდინარე წელს აუცილებლად ვიხილავთ. ასევე წელს მუსიკოსის ახალი ალბომიც გამოვა, სადაც ემის ცოცხალი შესრულების ნაკრები იქნება თავმოყრილი.

მუსიკოსები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს – მისტიკური „კლუბ 27“-ის ტოპ-7 ეპოქალური არტისტი (ფოტო/ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები