პირს ბროსნანი და მისი საყვარელი ქალი, კილი შეი სმიტი უკვე 22 წელია ერთად არიან. სმიტისა და ბროსნანის წყვილი ყველაზე ერთგულ და სამაგალითო წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი კილიმდე ორჯერ იყო დაქორწინებული, 70 წლის მსახიობი ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ 2001 წელს იპოვა, როცა კილი შეი სიმიტი გაიცნო.
მედიაში ბევრს წერენ იმაზე, როგორ შეიცვალა კილი შეი სმიტი 2000-იანი წლებიდან დღემდე. სმიტი თავადაც არაჩვეულებრივი მსახიობი და ჟურნალისტია. ბოლო დროს კილიმ საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამოჩენილიყო წითელ ხალიჩაზე.
კილის ყოველი ახალი გამოჩენა გვიმტკიცებს, რომ ნებისმიერი წონის მიუხედავად, ადამიანს შეუძლია იყოს დახვეწილი და ელეგანტური. ხოლო ბროსნანების ოჯახი, ისევ ყველაზე მყარი ოჯახის სტატუსს ინარჩუნებს, პირს ბროსნანსა და კილი შეი სმიტის თანაცხოვრებიდან, ორი ვაჟი ჰყავთ.
ნუთუ ეს პირს ბროსნანია – ლეგენდარული მსახიობის ცნობა შეუძლებელია
,,ჯეიმს ბონდი” საყვარელ ქალთან ერთად – პირს ბროსნანი მეუღლესთან ერთად ნიუ-ორკში გამოჩნდა