,,ბლექსაბათის” ყოფილი ფრინტმენი, ლეგენდარული მუსიკოსი, ოზი ოსბორნი ახალ კომპოზიციას Under the Graveyard ავრცელებს. სიმღერა მის მომავალ ალბომში Ordinary Man შევა, რომელიც 2020 წლის იანვარში გამოვა.

შეგახსენებთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარი იქნება.

ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ მუსიკოსის მეუღლემ და მენეჯერმა შერონ ოსბორნმა განაცხადა

,,წელს ოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ახლა უკეთ გრძნობს თავს. მან ალბომზე მუშაობა ახლახან დაასრულა, ჩანაწერი იანვარში გამოვა”, – განაცხადა შერონმა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები