შანაია ტვეინმა ახალი კომპოზიცია Legends Never Die და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ნამუშვარში არტისტს პარტნიორობას კანადელი მუსიკოსეი, Orville Peck უწევს. ტრეკი მის ალბომში, Show Pony შევიდა, რომელიც გაყიდვაში 14 აგვისტოს ჩაეშვა.
აღსანიშნავია, რომ შანია ტვეინმა კლიპში თავისი ცნობილი „ლუქი“ გაიმეორა და პანტერას პრინტიანი მოსასხამი მოირგო. შეგახსენებთ, მსგავსი მოსასხამი ვარსკლავს 1997 წელს გამოსულ კლიპში, That Don’t Impress Me Much ეცვა.